×
Organic (100% BIO)
ბავშვთა კვება
ფინური ფაფები
სნექები
ბავშვთა აქსესუარები
კოსმეტიკა
ჰიგიენა
დედებისთვის
პირადი მოვლა
ტექნიკა
Outlet -50%
  • naturland
    Sample image

    რა ასაკიდან უნდა ჩასვათ ბავშვი ჭოჭინაში და რა ფაქტორები განაპირობებს მის უსაფრთხოებას?

    ჭოჭინის დადებით და უარყოფით მხარეებზე დღემდე მსჯელობენ. თუმცა, ამ დრომდე არ არსებობს რაიმე სახის მეცნიერულად დამტკიცებული კვლევა მისი ნეგატიური ზემოქმედების შესახებ.  ჭოჭინის გამოყენება სასურველია მას შემდეგ, რაც ბავშვი დამოუკიდებლად, მყარად ჯდომას ისწავლის (სავარაუდო დრო 7-9 თვე).  როგორ შევარჩიოთ უსაფრთხო ჭოჭინა? პარამეტრები: ჭოჭინების უმეტესობა განკუთვნილია ბავშვების იმ კატეგორიისთვის, რომელთა წონა 13-15 კგ-ს, სიმაღლე კი 80 სმ-ს არ აღემატება. თუ თქვენი პატარას პარამეტრები სცდება მითითებულ ნორმებს, თავი შეიკავეთ ჭოჭინის გამოყენებისგან, რადგან მან შეიძლება წონას ვერ გაუძლოს და ჩასაჯდომი ჩავარდეს, გაიხეს, გადატრიალდეს და სხვა.  სიმაღლე და ზომა: ჭოჭინის სიმაღლე ბავშვის სიმაღლის შესაბამისად უნდა რეგულირდებოდეს ჭოჭინა უნდა იყოს ისეთი ზომის, რომ ბავშვი მასში არ იყოს ჩამოკიდებული, არ იდგეს თითის წვერებზე (მთლიანად უნდა დგამდეს ტერფს), ან პირიქით, არ ჰქონდეს მოხრილი ფეხები პატარა სივრცის გამო  ბორბლები: ადვილად უნდა ტრიალებდეს ნებისმიერი მიმართულებით უმჯობესია, დამზადებული იყოს სილიკონისგან (არ იწვევს ხმაურს და არ აზიანებს იატაკის საფარს) ოპტიმალური რაოდენობა უნდა იყოს 6 -10 (რაც მეტი ბორბალი აქვს ჭოჭინას, მით უფრო მყარია)  ჭოჭინის „მაგიდა“: უნდა იყოს მყარი და განიერი, ბავშვის წონამ გადახრისას რომ არ გადასძლიოს და არ გადააყირაოს. (პატარა ხელებით ვერ უნდა წვდებოდეს მაგიდის სიგანეს) ოთხკუთხედი მაგიდები უფრო მყარია და დაცული ვარდნისგან, ვიდრე მრგვალი შეძენამდე აუცილებლად გაარკვიეთ, რა მასალითაა დამზადებული ჭოჭინა, რა საღებავებითაა შეღებილი მაგიდა და სათამაშოები. დარწმუნდით, რომ ფერი არ გადასდის და ბავშვისთვის სრულიად უსაფრთხოა. სანამ ბავშვის ჭოჭინაში ჩასმის გადაწყვეტილებას მიიღებთ, უმჯობესია, რჩევა ორთოპედს ჰკითხოთ.
    სრულად ნახვა
    Sample image

    რა გავლენას ახდენს ორსულობა და მშობიარობა თმაზე?

    მშობიარობის შემდეგ ბევრ დედას აწუხებს თმის ცვენის პრობლემა, საინტერესოა რა არის ამის მიზეზი და როგორ უნდა გავუმკლავდეთ პრობლემას. ზოგადად, ორსულობის დროს თმის სტრუქტურა უმჯობესდება, ფერხდება მისი ცვენა, თმა ხდება უფრო სქელი და მატულობს მისი ბუნებრივი ბზინვარება.  რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა ბავშვის გაჩენის შემდეგ. ამ დროს, ხშირ შემთხვევაში, თმა იწყებს ცვენას. ცვენა შესაძლოა განსაკუთრებით ინტენსიური გახდეს მშობიარობიდან 2 – 4 თვის შემდეგ, როდესაც ჰორმონალური ფონი იწყებს გაწონასწორებას და თმა პირვანდელ მდგომარეობას უბრუნდება. მშობიარობის შემდეგ თმის ცვენა პათოლოგია არ არის, ეს ნორმალური მოვლენაა. ამ დროს ცვივა ის თმა, რომელიც ისედაც გაგცვივდებოდათ ორსულად რომ არ ყოფილიყავით. საინტერესოა ის ფაქტიც , რომ ქალებს, რომლებიც წლამდე აწოვებენ ძუძუს, თმა ისე ძლიერ არ სცვივათ, როგორც იმ ქალებს, რომლებიც ძუძუს არ აწოვებენ.  თმის ცვენა, ჩვეულებრივ, სრულდება მშობიარობიდან 3 – 6 თვის შემდეგ. გაითვალისწინეთ! თუ თქვენს ორგანიზმს არ ჰყოფნის კალციუმი, ცილა, ვიტამინები, ამ შემთხვევაში თმის ცვენა შესაძლოა უფრო დიდხანს გაგრძელდეს.
    სრულად ნახვა
    Sample image

    რა უნდა მიირთვას ორსულმა ნაყოფის ნერვული სისტემისა და გონებრივი განვითარებისთვის – სასარგებლო და მავნებელი პროდუქტების ჩამონათვალი

    ორსულობის დროს, ნაყოფის სრულყოფილი ზრდა-განვითარებისა და მშობიარობის გართულებების გარეშე წარმართვისათვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა, რაციონალური კვებაა. მნიშვნელოვანია დედამ მენიუში ჯანსაღი და სასარგებლო ინგრედიენტები შეიტანოს.  ორსული ქალის დღიური რაციონის 2/3  მცენარეული წარმოშობის პროდუქტებმა უნდა შეადგინოს,  წვნიანი საკვები კი ორსულისთვის აუცილებელი პირობაა. ალბათ დაინტერესდებით,  რა უნდა მიირთვას ქალმა ნაყოფის ნერვული სისტემისა და გონებრივი განვითარებისთვის და რა მიაყენებს მას ზიანს. აუცილებელი პროდუქტების ჩამონათავლი ასე გამოიყურება: უცხიმო წითელი ხორცი – ცხოველური ცხიმის ძირითადი წყარო თევზი – შეიცავს ვიტამინ D–ს, A–ს, ფოსფორს, ცილას, მდიდარია ცხიმოვანი მჟავით მუქი მწვანე ბოსტნეული – ბროკოლი, ავოკადო, სალათის ფოთოლი და მწვანე ბულგარული რძის პროდუქტები: ყველი,ხაჭო,მაწონი, არაჟანი (შეიცავს კალციუმს), რომელიც მონაწილეობს ნაყოფის ძვლოვანი სისტემის ჩამოყალიბებაში. კვერცხის გული ნიგოზი პარკოსნები – ლობიო, ოსპი, ბარდა, მუხუდო მარცვლეული – ხორბალი, ჭვავი, შვრია ბრინჯი ორსულისთვის საზინოა: სპირტიანი სასმელი ცხარე, კონსერვირებული პროდუქტები შებოლილი ან ზედმეტად ცხიმიანი საკვები ე.წ. „ფასთ ფუდი“ სასურველია ორსულმა თავი შეიკავოს გვიანი კვებისგან, რაც მოუსვენრობას და უძილობას იწვევს. ის, რომ ორსულმა ორმაგად უნდა იკვებოს – მითია.
    სრულად ნახვა
    Sample image

    დავბანოთ თუ არა ბავშვი, როცა ტემპერატურა აქვს?

    როცა პატარას სურდო და სიცხე აქვს, მშობელი ყოველთვის შფოთავს. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვს შევუმსუბუქოთ ავად ყოფნის პერიოდი? პირველ რიგში, დედებმა უნდა მართონ ემოციები, შეინარჩუნონ სიმშვიდე, რადგან მათი განწყობა პირდაპირპროპორციულად აისახება შვილებზე. თუ პატარას ტეპერატურა აქვს:  არ ჩააცვათ თბილად – თავისუფალი, ნატურალური მასალის სამოსი შეურჩიეთ;  ნუ დააძალებთ ბოლომდე მიირთვას ულუფა – უმადობა გაციებას ახლავს თან, დასჯერდით იმას, რასაც პატარა თავისი სურვილით მიირთმევს; ნუ მოაკლებთ სუფთა ჰაერს – ხშირად გაანიავეთ ოთახი, ვირუსი ოთახში ტრიალებს და ამ დროს ჰაერის გამოცვლა აუცილებელია;  არ თქვათ უარი ბავშვის ბანაობაზე – სიცხიანი ბავშვი ხშირად ოფლიანობს, ფორები რომ ჭუჭყით ივსება, კანი კარგავს სუნთქვის ფუნქციას. თუ სწორად შეარჩევთ წყლის ტემპერატურას, ბანაობით არა თუ ავნებთ რამეს თქვენს პატარას, პირიქით, ხელს შეუწყობთ მის სწრაფ გამოჯანმრთელებას. არ არის აუცილებელი ყოველთვის საპონი, ან სხვადასხვა მცენარეული ნაყენი გამოიყენოთ, უბრალო წყლის გადავლებაც საკმარისია, რომ თქვენმა შვილმა უფრო მხნედ იგრძნოს თავი, კანმა კი – ისუნთქოს. ყოველთვის იმოქმედეთ ექიმთან შეთანხმებით! თუმცა, ის მოსაზრება, რომ ვირუსული ინფექციის დროს ბავშვის დაბანა არ შეიძლება, მოძველებულია და წარულს ჩაბარდა.
    სრულად ნახვა
    Sample image

    როგორ შევარჩიოთ და რა ასაკიდან გამოვიყენოთ კენგურუ?

    კენგურუ კომფორტული საშუალებაა პატარას სატარებლად. თუმცა, არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც მშობელმა მისი შერჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს: კენგურუს სამხრეები უნდა იყოს ფართე და რბილი, ქსოვილი კი – გამძლე; უნდა ჰქონდეს ფეხების ფართე გასაყრელი რბილი კიდეებით, რომ პატარას თეძოებზე არ მოუჭიროს და კანი არ გაუღიზიანოს; განსაკუთრებით მტკიცე უნდა იყოს ბალთები და შესაკრავები, რომ ბავშვის წონას გაუძლოს; მარტივად უნდა ირეცხებოდეს ხელითაც და სარეცხ მანქანაშიც; აუცილებელია, კენგურუ იყოს ჰაერგამტარი; უმჯობესია, თუ კენგურუს ექნება თავისა და კისრის დამცავი ბალიშები, დაძინების შემთხვევაში პატარამ თავი რომ კომფორტულად დადოს; უპიტარესობა მიანიჭეთ ისეთ მოდელს, რომელშიც ბავშვი შეგიძლიათ ჩასვათ, როგორც ზურგით, ასევე სახით თქვენსკენ. თეორიულად, კენგურუში ახალშობილის ჩასმაც შესაძლებელია, მაგრამ უმჯობესია ეს ნივთი მას შემდეგ გამოიყენოთ, რაც ბავშვი შეძლებს თავის დაჭერას, სარეკომენდაციო ასაკი 4-5 თვეა. კენგურუს გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუ პატარას მენჯ-ბარძაყის პრობლემები აქვს. სანამ ბავშვის კენგურუში ჩასმას გადაწყვტთ, კონსულტაცია გაიარეთ პედიატრთან ან ორთოპედთან.
    სრულად ნახვა
    Sample image

    რა ასაკამდე უნდა მისცეთ პატარას დაბლენდერებული საკვები?

    მას შემდეგ, რაც ბავშვები ბოსტნეულისა და ხორცის მიღებას იწყებენ, დედიკოები ბლენდერს უმეგობრდებიან. დამატებითი კვების დაწყებიდან, პირველ ეტაპზე, დაბლენდერება კარგი გამოსავალია, რათა ბავშვს საკვები არ გადასცდეს და ღეჭვა არ გაუძნელდეს. თუმცა, როდესაც პატარას კბილები ამოსდის, უმჯობესია, თანდათან მყარი საკვები შესთავაზოთ, ეს იქნება პური, ორცხობილა თუ სხვა… მიუხედავად იმისა, რომ დაბლენდერებული საკვების მიცემის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, 10 -11 თვის ბავშვისთვის სრულად გათხელებული საკვების მიღება რეკომენდებული არ არის. თუ პატარას უკვე 8 ან მეტი კბილი აქვს, შეგიძლიათ, დაჭყლეტილი ბოსტნეულის პიურე, ვაშლი, ან სტაფილო მისცეთ, ამ დროს განსაკუთრებულად დიდი ყურადღება გმართებთ, რათა არ გადასცდეს საკვები. თუ ბავშვი დიდი ხნის მანძილზე მხოლოდ ფაფისებრი კონსისტენციის საკვებს იღებს, პირის ღრუში მსხვილი ნაწილაკის მოხვედრის შემდეგ შესაძლოა გული აირიოს, ან ჭამაზე უარი განაცხადოს. გამუდმებით ფაფისებრი საკვების მიღებამ, შესაძლოა, შეაფერხოს ყბა – სახის განვითარება, ამიტომ უმჯობესია, ბავშვები თანდათანობით მიაჩვიოთ ღეჭვას.
    სრულად ნახვა
    Sample image

    რამდენი ყიფლიბანდი აქვს ბავშვს და საშიშია თუ არა მისი ნაადრევად დახურვა?

    ყიფლიბანდი ახალშობილის თავის ზედა ნაწილზე არსებული ღია უბანი, უფრო ზუსტად კი, თავის ქალას ძვლებს შორის მკვრივი აპკით დაფარული ცარიელი სივრცეა.  ჯანმრთელი ბავშვის ყიფლიბანდს ვიზუალურად რომბის ფორმა აქვს, ოდნავ ჩაზნექილი (ან ამოზნექილი) და პულსირებადია.    ჩვილს სიცოცხლის პირველ დღეებში 6 ყიფლიბანდი აქვს, აქედან ოთხი მათგანი რამდენიმე დღეში იხურება, მეხუთე – ორი თვის ასაკში, ხოლო მეექვსე (დიდი) 3-დან 24 თვემდე ვადაში. ბავშვის დაბადებისას, დიდი ყიფლიბანდის საშუალო ზომებია  2,2-3,5 სმ.      დიდი ყიფლიბანდის დახურვის ვადა, ისეთივე ინდივიდუალურია, როგორც სიარულის დაწყება, კბილების ამოსვლა, პირველი სიტყვების წარმოთქმა და.ა.შ.   არსებობს მოსაზრება, რომ რაც უფრო პატარაა ყიფლიბანდი დაბადების მომენტში, მით უფრო მალე იხურება იგი. სინამდვილეში, ყიფლიბანდის საწყის ზომებსა და მისი დახურვის ვადებს შორის არავითარი კავშირი არ არსებობს. ყიფლიბანდის ნაადრევ დახურვაზე საუბრობენ მხოლოდ მაშინ, როცა დიდი ყიფლიბანდი იხურება სამ თვეზე ადრე. თუმცა ამ შემთხვევაშიც კი, ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვს რაიმე პრობლემა აქვს.   ყიფლიბანდის მდგომარეობის შეფასებისას, გასათვალისწინებელია არა მხოლოდ მისი ზომებისა და ბავშვის ასაკის შესაბამისობა, არამედ პატარას თავის საერთო გარშემოწერილობაც.   თუ ყიფლიბანდი დაიხურა 3 თვეზე ადრე, მაგრამ თავის გარშემოწერილობა შეესაბამება ასაკობრივ ნორმებს და ბავშვი ჯანმრთელია, ეს შეშფოთების საფუძველს არ წარმოადგენს.
    სრულად ნახვა
    Sample image

    რა სიმპტომები ახასიათებს კბილების ამოჭრას და როგორ დავეხმაროთ პატარას?

    კბილების ამოსვლის დრო და თარიღი ინდივიდუალურია. თუმცა, პირველი კბილი, როგორც წესი, 4-6 თვის ასაკში იჩენს ხოლმე თავს. შესაძლოა, პატარას კიჭი სრულიად უმტკივნეულოდ ამოუვიდეს, თუმცა ძირითად შემთხვევებში ამ პროცესს თან ახლავს დისკომფორტი. თუ თქვენს პატარას ღრძილები წითელი და შესიებული აქვს, მოუსვენრადაა და ჭირვეულობს, ეს ნიშნავს, რომ პროცესი დაიწყო. კბილების ამოსვლის დროს: პატარას ხელები მუდმივად პირისკენ მიაქვს და ცდილობს, „დაღეჭოს“; მომატებული აქვს ნერწყვდენა; ჭირვეულობს, უჭირს დაძინება, ცუდ ხასიათზეა; კარგავს მადას და აღარ ჭამს მისთვის საყვარელ საკვებსაც კი; შესაძლოა, გამოვლინდეს ტემპერატურის მატება; ზოგიერთ შემთხვევაში ხდება კუჭის მოქმედების არევა (დიარეა ან შეკრულობა); მდგომარეობის შესამსუბუქებლად შეგიძლიათ, პატარას მისცეთ სპეციალური რეზინის საღეჭი საგანი, რომელსაც გამოყენებმადე ნახევარი საათით ადრე მაცივარში გააცივებთ. ასევე, არსებობს შესაბამისი გელები, რაც პატარას კბილების ამოსვლის პროცესს გაუმარტივებს. გელი აუცილებლად უნდა შეარჩიოთ პედიატრის კონსულტაციით.
    სრულად ნახვა
    Sample image

    რა სიხშირით გავასეირნოთ ჩვილი სუფთა ჰაერზე?

    სეირნობა ბავშვის ზრდა – განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სიცოცხლის პირველ დღეებში პატარა ეჩვევა სახლს, ოთახს, საწოლს. ადაპტაციის შემდეგ, დაბადებიდან დაახლოებით, მე-7 დღეს კი უკვე შეგიძლიათ სასეირნოდაც გაიყვანოთ. პირველი გესეირნებისთვის 10-15 წუთი საკმარისია, მომდევნო დღეს შეგიძლიათ, პატარა უფრო მეტ ხანს დატოვოთ ჰაერზე, საბოლოოდ კი დღეში 2-ჯერ მოგიწევთ სასეირნოდ გასვლა 2-3 საათით.  ბავშვი, რომელიც მიჩვეულია წლის ნებისმიერ სეზონზე გასეირნებას, გამოირჩევა ძლიერი იმუნიტეტით და გაცილებით იშვიათად ცივდება. ყოველდღიური გასეირნება: აძლიერებს მადას; დადებითად მოქმედებს ბავშვის ნერვულ სისტემაზე; აყალიბებს ძლიერ იმუნურ სისტემას; პატარა ნაკლებად ჭირვეულობს; უზრუნველყოფს ბავშვის მშვიდ ძილს; ზემოთ იხილეთ ცხრილი, თუ რა სიხშირით უნდა გაასეირნოთ წლამდე ბავშვი წელიწადის ცივ და ცხელ სეზონზე.
    სრულად ნახვა
    Sample image

    როდის უნდა მოხდეს ჩვილის პირველი სამედიცინო შემოწმება?

    ბავშვის განვითარების პირველი შემოწმება ერთი თვის ასაკში ხდება. შემოწმებას ატარებს პედიატრი, რომელიც მოიცავს შემდგომ პროცედურებს: საერთო შეფასება – ექიმი დედას ესაუბრება ბავშვის საერთო მდგომარეობაზე, ამოწმებს მხედველობას და კომუნიკაციურ უნარებს; კიდურებისა და კუნთების ტონუსი – ექიმი ამოწმებს კუნთების ტონუსს და აკვირდება როგორ ამოძრავებს პატარა ხელ – ფეხს; თავის გარშემოწერილობა – ზომავენ იმის დასადგენად, ნორმალურად ეზრდება თუ არა პატარას თავი; თავის კონტროლი – ექიმი ჰაერში იჭერს პატარას, ამოწმებს ბავშვს სხეულის გასწვრივ უჭირავს თავი თუ არა. შემდგომ ჯდომის პოზას მიაღებინებს და ასე აკვირდება; ჩაჭიდების რეფლექსი – ახალშობილს უკვე შეუძლია, ხელში ჩადებულ თითს მოეჭიდოს, თანაც მაგრად, თუმცა, თანდაყოლილი რეფლექსები თანდათან ქრება; გულისცემა – ექიმი სტეტოსკოპით უსმენს გულის ცემას. წლამდე ასაკში წუთში 120 დარტყმა ნორმაა; შინაგანი ორგანოები – ექიმი ხელით უსინჯავს მუცელს დარწმუნდება, რომ ღვიძლი, კუჭი და ელენთა ნორმალურად იზრდება; მენჯ – ბარძაყის სახსრის შემოწმება – ექიმი პატარას ფეხებს უმოძრავებს და ამოწმებს სახსრების მდგომარეობას; აწონვა – სასურველია, პატარა აიწონოს  კლინიკაში ყოველი მიყვანისას; წონის ნორმალური მატება ბავშვის სიჯანსაღის მაჩვენებელია, ბავშვის წონა აღინიშნება ანკეტაში, რომელიც მნიშვნელოვანი ინფორმაციაა პატარას მომავალი მატების დასადგენად.
    სრულად ნახვა
    Sample image

    რა მოვუხერხოთ ახალშობილის თავზე აქერცლილ კანს ე.წ. „ფუფხებს“ – საჭიროა, თუ არა ჩარევა?

    ახალშობილს თმაზე ხშირად აქვს აქერცლილი კანი, ე. წ. „ფუფხები“, რაც ცხიმოვანი ჯირკვლების არაკოორდინირებული მუშაობის შედეგია. ეს ხშირი მოვლენაა, რომელიც პირველ თვეებში (ძირითადად პირველი 10 კვირის მანძილზე) ვლინდება და პატარას ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, არც დისკომფორტს უქმნის. ხშირ შემთხვევაში ეს საკითხი უფრო მშობლებს აწუხებთ, რომლებიც ჯიუტად ცდილობენ, საკუთარი ხელით მოაცილონ პატარას ეს არასასურველი წარმონაქმნები. დედიკოებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ აქერცლილი კანის მოცილება საკუთარი ხელით არ არის სასურველი. არსებობს ალბათობა, რომ პატარას თავზე ფრჩხილებით მიაყენოთ დაზიანება, რამაც შესაძლოა ამ კონკრეტულ ადგილას ანთება გამოიწვიოს. ისმის კითხვა, როგორ მოვიქცეთ? არსებობს ორი გამოსავალი: დავატენიანოთ თავის კანი – პატარას დაბანილ და გამშრალებულ თმაზე წაუსვით საბავშვო ზეთი, შემდეგ კი დააფარეთ ნაჭრის ქუდი. ზეთი დაარბილებს ფუფხებს, საბავშვო სავარცხლით დავარცხნის დროს კი ის ადვილად მოშორდება თავის კანს; არ მივაქციოთ ყურადღება – თუ დაიცდით და არაფერს მოიმოქმედებთ, დაახლოებით, 1 წლის ასაკისთვის პატარას ფუფხები თავისთავად გაუქრება.
    სრულად ნახვა
    Sample image

    უნდა გამოიყენოთ, თუ არა კონდიციონერი, როცა სახლში პატარა გყავთ?

    ზაფხული და კონდიციონერი ერთმანეთისგან განუყოფელია, როცა სახლში პატარა გყავთ,  საქმე არც ისე მარტივადაა. რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ბავშვს კონდენციონერისგან ზიანი არ მიადგეს ?  ხშირად დედები ერიდებიან კონდიციონერის გამოყენებას, თუმცა მაღალი ტემპერატურის პირობებში, უმჯობესია, მისი გამოყენება, რათა დაიცვათ ბავშვი დასიცხვისგან. ამიტომ ჯობს, ბავშვი კონდიციონერს ადრეული ასაკიდან შეაჩვიოთ; გაითვალისწინეთ, კონდიციონერიდან მომავალი ჰაერის ნაკადი ბავშვისკენ, ან ბავშვის საწოლისკენ არ უნდა იყოს მიმართული; სწორად შეარჩიეთ ტემპერატურა, ოთახში სასურველია გრილოდეს, თუმცა, არ უნდა ციოდეს;  კონდიციონერი აშრობს ოთახში არსებულ ჰაერს, ამიტომ სასურველია, ტენიანობა აკონტროლოთ სპეციალური საზომით; მეტი ჟანგბადისთვის ოთახი ხშირად გაანიავეთ; დროულად გაწმინდეთ კონდიციონერის ფილტრი, რათა არ მოხდეს მასში ბაქტერიების გამრავლება.
    სრულად ნახვა
    Sample image

    რა უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ბანაობისას?

    ბავშვის ბანაობა საკმაოდ საპასუხისმგებლო პროცესია! მნიშვნელოვანია, წინასწარ მოიმარაგოთ ბანაობისთვის აუცილებელი ნივთები, რათა არ მოგიწიოთ პროცესის შეწყვეტა. გირჩევთ, ბავშვის ნივთები ზედმიწევნით ყურადღებით შეარჩიოთ, უმჯობესია, გამოიყენოთ ნატურალური საშუალებები: დუშგელი/საპონი, შამპუნი, ტანის ღრუბელი, პირსახოცი და ა.შ. ბანაობისთვის წყლის იდეალური ტემპერატურაა 34 – 370 საბანაო ღრუბელი უნდა იყოს ნატურალური შემადგენლობის – რბილი და ჰიპოალერგიული შეარჩიეთ მაქსიმალურად მოსახერხებელი აბაზანა არ დაგავიწყდეთ მოცურების საწინააღმდეგო სტიკერები ბავშვის და თქვენი უსაფრთხოებისთვის ბავშვის პირსახოცი – სასურველია იყოს რბილი და ხარისხიანი, უპირატესობა მიანიჭეთ ნატურალურ ქსოვილებს
    სრულად ნახვა
    Sample image

    10 რჩევა – როგორ გავიმარტივოთ ფრენა, ბავშვთან ერთად მოგზაურობისას

    ბავშვთან ერთად მოგზაურობა სრულიად ახალი გამოცდილებაა. სწორად დაგეგმვის შემთხვევაში კი აიცილებთ პრობლემებს და შეძლებთ, მოგზაურობისგან სიამოვნება მიიღოთ! სათანადოდ მომზადება ფრენისთვის მოიპოვეთ მაქსიმალური ინფორაცია ფრენის წესებისა და რეგულაციების შესახებ. სხვადასხვა ავიახაზებს აქვს ინდივიდუალურად განსაზღვრული მოთხოვნები და წესები ბავშვებისთვის, მაგ. ორ წლამდე ბავშვი შეგიძლიათ, კალთაში ჩაისვათ. ზოგიერთი ავიაკომპანიის მოთხოვნით, შესაძლოა ბავშვისთვის დამატებითი ბილეთის ყიდვა მოგიწიოთ, სადაც პატარა სპეციალურად მისთვის განკუთვნილ უსაფრთხო სავარძელში მოთავსდება. ხანგრძლივი ფრენის დროს შესაძლებელია გამოიყენოთ სპეციალური სათავსოც, სადაც შეძლებთ ჩააწვინოთ ბავშვი დასაძინებლად, მსგავსი სერვისი, ხშირ შემთხვევაში შეზღუდულია, ამიტომ უმჯობესია, ეს მომსახურება ბილეთის დაჯავშნისთანავე მოითხოვოთ. ბარგის  ადეკვატურად ჩალაგება დარწმუნდით, რომ მიგაქვთ რეალურად საჭირო ნივთები, გადამეტების გარეშე. ზოგიერთი ავიაკომპანია გაძლევთ საშუალებას, ხელბარგთან ერთად დამატებით იქონიოთ საბავშვო ნივთების ჩანთაც. ბარგის ჩალაგებისას გაითვალისწინეთ ყველაზე საჭირო ნივთების ხელმისაწვდომობა, მაგალითად, საბავშვო საფენები და სველი ხელსახოცი უნდა იყოს თქვენთვის ყველაზე მარტივად ხელმისაწვდომი. არ დაგავიწყდეთ, რომ თვითმფრინავში სითხის ატანა შეზღუდულია 100 მლ – მდე. ეს შეზღუდვა არ ეხება საბავშვო საკვებს, შეგიძლიათ ფრენისას თან იქონიოთ წინასწარ გამზადებული დედის რძე, საბავშვო ადაპტირებული მზა სახის რძე, ან წყალი თერმოსით, რომლითაც ბავშვს ადაპტირებულ რძიან ნარევს მოუმზადებთ. დიდი ალბათობაა იმისა, რომ პატარას თვითმფრინავში იმაზე მეტი საკვები დასჭირდეს, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევაში. სასურველია, თან იქონიოთ საჭიროზე მეტი საკვები ბავშვისთვის, ფრენის დაგვიანების, ან გადადების შემთხვევისთვის.  შეარჩიეთ ყველაზე საუკეთესო და კომფორტული ადგილი თქვენთვის და თქვენი პატარასთვის დაჯავშნეთ ადგილები წინასწარ. ბილეთის შეძენისთანავე თუ არ ხერხდება, შეეცადეთ, რაც შეიძლება მალე დაიკავოთ სასურველი სავარძელი. ამ შემთხვევაში თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი იქნება გასასვლელთან ახლოს არსებული ადგილები, რადგან შეძლებთ საჭიროების შემთხვევაში თავისუფლად გადაადგილდეთ და არ მოგიწევთ სხვა მგზავრების შეწუხება. ასევე კომფორტულია საავარიო გასასვლელთან მდებარე ადგილებიც, სადაც ყველაზე მეტი სივრცეა მოძრაობისთვის. ბოლო აბრძანდით თვითმფრინავში  ბავშვის ყოლის შემთხვევაში, ზოგიერთი ავიაკომპანია თვითმფრინავში პირველი ასვლის შესაძლებლობას გაძლევთ, თუმცა, როგორც აღნიშნავენ თვითმფრინავში უმჯობესია, ბოლოს ასვლა, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც პატარას ღვიძავს. იმ შემთხვევაში, თუ პირველი ახვალთ, მოგიწევთ სხვა მგზავრების ლოდინი, რასაც როგორც წესი დიდი დრო და მოთმინება სჭირდება, შესაძლოა, ამან ბავშვი დაღალოს და გააღიზიანოს. ჩააცვით ბავშვს კომფორტულად  ამ შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ ორი ქვეყნის კლიმატი, საიდან – სად მიფრინავთ. ბავშვის ტანსაცმელი საშუალებას უნდა გაძლევდეთ, მოერგოთ კლიმატის ცვლილებას, ამასთანავე, ტანსაცმელი უნდა იყოს კომფორტული, რათა პატარამ უპრობლემოდ შეძლოს მასში დაძინება. გაართეთ ბავშვი ფრენისას  მაქსიმალურად უნდა შეეცადოთ, ბავშვმა ყურადღება ისეთ რამეზე გადაიტანოს, რაც მას გაართობს. ამ შემთხვევაში საუკეთესო საშუალებაა ახალი სათამაშოს შეძენა, ეს პატარას უფრო დიდხანს გაართობს, ვიდრე ძველი, უკვე ათვისებული სათამაშო.  არ დაგავიწყდეთ ე.წ „კენგურუ“  იგი საუკეთესო საშუალებაა ბავშვის კომფორტული გადაადგილებისთვის, მისი წყალობით ხელები თავისუფალი გექნებათ და შეძლებთ პარალელურად სამგზავრო ჩემოდნის ტარებასაც. წნევის ცვლილება ფრენისას ეს ფაქტორი ყველა მგზავრს აწუხებს, მათ შორის ბავშვებსაც, თუ პატარა წნევამ შეაწუხა (ე.წ. „ყურების დაგუბების“ სახით), ამ შემთხვევაში საუკეთესოა ბავშვს რძე მოაწოვოთ, ჭამისას მას ეს დისკომფორტი მოეხსნება. გამოკვება და საფენების გამოცვლა თვითმფრინავებში არის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, სადაც შეძლებთ პატარა გამოკვებოთ და საფენი გამოუცვალოთ, ეს ძალიან კომფორტულია თქვენთვისაც და სხვა მგზავრებისთვისაც, ამასთანავე სასურველია წინასწარ გაარკვიოთ, შესაძლებელია თუ არა თვითმფრინავში ბავშვის საკვების შეთბობა გაამხიარულეთ პატარა შეეცადეთ, არ ინერვიულოთ ფრენის დროს, რადგან ბავშვი იგრძნობს თქვენს განწყობას და თავადაც ცუდ ხასიათზე დადგება. შეეცადეთ, მოდუნდეთ, აფრენის შემდგომ დიდი ალბათობაა იმისა, რომ პატარამ ძრავის ხმაზე მარტივად დაიძინოს, თუ ასე არ მოხდა არსებობს უამრავი საშუალება იმისთვის რომ პატარა გაართოთ: გაატარეთ თვითმრინავში, გაახედეთ ფანჯარაში და ა.შ
    სრულად ნახვა
    Sample image

    რა მნიშვნელობა აქვს კანით კანთან კონტაქტს ბავშვის დაბადებისას?

    დაუვიწყარია ბავშვთან შეხვედრის ბედნიერი წუთები, ამ დროს პატარა პირველად აღიქვამს დედის სახეს და შეიგრძნობს მის სითბოს. დაბადების შემდგომ ახალშობილთა უმეტესობას დედის სხეულზე ათავსებენ მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში, ამას კანით კანთან კონტაქტი ჰქვია და იგი მეტად მნიშვნელოვანია როგორც ბავშვის, ასევე დედის ორგანიზმისთვის. რისთვის არის საჭირო კანით კანთან კონტაქტი? იცავს ახალშობილს სითბოს დაკარგვისა და გადაციებისგან; ამცირებს ავადმყოფობის გამომწვევი მიკრობების ზემოქმედებას; ხსნის მშობიარობით გამოწვეულ სტრესს; ამშვიდებს უცხო გარემოში მოხვედრისგან შეშინებულ პატარას; ხელს უწყობს დედობრივი ინსტინქტის განვითარებას.
    სრულად ნახვა
    Sample image

    ნივთები, რომელიც ბავშვის ბანაობისას აუცილებლად დაგჭირდებათ

    ხშირად პატარებს არ უყვართ ბანაობა. ისინი ჭირვეულობას და ტირილს იწყებენ წყლის დანახვაზე, მშობლებს კი დიდი ძალისხმევა სჭირდებათ პატარას დასაბანად. იმისთვის, რომ არ მოგვიხდეს რთული პროცედურის შეწყვეტა, მნიშვნელოვანია წინასწარ მოვამზადოთ ბანაობისთვის საჭირო ნივთები:  წყლის თერმომეტრი  ბავშვის აბაზანის სითხე  პირსახოცი  პამპერსები  ბამბა  ბავშვის ზეთი ან საბავშვო კრემი  სუფთა ტანსაცმელი  სავარცხელი  სააბაზანოს სათამაშო ბავშვის დასაბანად გამოიყენეთ აბაზანის საბავშვო საშუალებები, რადგან მოზრდილთათვის განკუთვნილი საპონი, ლოსიონი, და კრემი ბევრ ქიმიურ დანამატს შეიცავს, რაც ბავშვის ნაზი კანისთვის რეკომენდებული არ არის.
    სრულად ნახვა
    Sample image

    როგორ აღიქვამს ახალშობილი სამყაროს?

    სამყაროს აღქმას თქვენი პატარა დაბადების პირველივე წუთებიდან იწყებს. ნუ დაიშურებთ დროსა და მონდომებას, შეუწყვეთ ხელი – მოეფერეთ, ხშირად ეთამაშეთ, ესაუბრეთ, რათა ახალშობილმა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღოს. შეხება – ახალშობილისთვის გარემოს აღქმის ძირითად წყაროს წარმოადგენს. ბავშვი, ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში აღიქვამს დედის სხეულის მოძრაობას, დაბადების შემდგომ, კი დედის შეხებისას სიმშვიდის და სიამოვნების განცდა ეუფლება. მხედველობა – ახალშობილი ყველაზე უკეთ 20 – 25 სანტიმეტრის მანძილზე ხედავს. სწორედ ასეთი მცირე მანძილია ძუძუს წოვისას ბავშვისა და დედის თვალებს შორის, რაც პატარას დედის სახის აღქმასა და შეცნობაში ეხმარება. პირველი თვის ბოლოს, სხვადასხვა ფორმის, კაშკაშა კონტრასტული ფერის საგნები იზიდავს და მათზე მზერასაც აჩერებს, თუმცა ყველაზე მეტად დედის სახის ცქერა მოსწონს. სმენა – მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფს უკვე სხვადასხვა ხმების აღქმა შეუძლია, რომლებსაც დაბადების შემდეგ ადვილად ცნობს. ახალშობილი განსაკუთრებულ ინტერესს ადამიანის ხმის მიმართ იჩენს, ამიტომ ხშირად, ატირებული ბავშვის დასამშვიდებლად თქვენი საუბარიც საკმარისია. ყნოსვა – ახალშობილი ძუძუს, დედის სხეულით და რძის სუნით პოულობს, მას ყნოსვა უკვე საკმაოდ განვითარებული აქვს. რძის სუნი მისთვის ყველაზე საყვარელია. თუ დედა სუნამოს ხმარობს, ბავშვი ხშირად უარს ამბობს ძუძუზე და დედის ხელში ყოფნაც არ სიამოვნებს. გემო – ახალშობილს კარგად აქვს განვითარებული გემოს შეგრძნებაც. ბავშვი მარილიან და მჟავე პროდუქტებზე უარყოფითად რეაგირებს, ტკბილ საკვებს კი სიამოვნებით მიირთმევს.
    სრულად ნახვა
    Sample image

    6 გზა, თუ როგორ ვეკონტაქტოთ და ვეთამაშოთ ახალშობილს

    ახალშობილისთვის დედასთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. იხილეთ ჩამონათვალი, როგორ ეკონტაქტოთ პატარას: შეხება – ამ შემთხვევაში მხოლოდ ჩახუტება არ იგულისხმება, არამედ ე.წ. „სენსორული შეხება“, დაეხმარეთ პატარას შეიცნოს სამყარო, შესთავაზეთ მას სხვადასხვა ტექსტურის და ფორმის საგნები. საუბარი – პატარებს უყვართ თქვენი საუბრის მოსმენა, შესაძლოა შინაარსს ვერ ხვდებოდნენ, თუმცა თქვენთან პირისპირ კომუნიკაცია მათ ძალიან ახალისებთ. ესაუბრეთ მათ თუნდაც დღის მანძილზე მომხდარი მოვლენების შესახებ. სიმღერა – პატარას დაბადების პირველი დღიდან შეგიძლიათ უმღეროთ. ბავშვის ყურადღების მისაქცევად, სიმღერის დროს შეგიძლიათ მოიშველიოთ ხელებიც. პატარები ძალიან სწრაფად ითვისებენ მელოდიას და მოძრაობებს, რაც მათ მნიშვნელოვნად ეხმარება განვითარებაში. ხმამაღლა კითხვა – ადრეულ ასაკში საუკეთესოა ძილის წინ კითხვა. ამ დროს პატარები ეჩვევიან თქვენს ხმას. კითხვა ავითარებს ბავშვის ლექსიკას და დადებითად მოქმედებს გონებრივ განვითარებაზე. პირისპირ თამაში – ამისთვის უნდა შეირჩეს სწორი დრო, რადგან პატარა ყოველთვის თამაშის ხასიათზე არ არის. პატარას შეგიძლიათ ეთამაშოთ ფეხებზე, ან მუცელზე და ბავშვის განვითარებასთან ერთად ახალ – ახალი თამაშებიც მოიგონოთ. სათამაშო – შეგიძლიათ შესთავაზოთ, მაშინ, როდესაც მას უკვე შეუძლია საგნების აღქმა და თვალის გაყოლება. სათამაშო პატარას სახესთან უნდა მიუტანოთ და ნელი ტემპით ამოძრაოთ წინ და უკან, ამ დროს ბავშვი უფრო კონტაქტური ხდება და შემდგომი თამაშებისთვისაც გამოხატავს მზადყოფნას.
    სრულად ნახვა
    Sample image

    რატომ ტირიან პატარები?

    არის შემთხვევები, როდესაც მშობლები ვერ ხვდებიან ბავშვის ტირილის მიზეზს. თუ დაწყნარების ნაცადმა ხერხებმა შედეგი ვერ გამოიღო, მაშინ ტირილს შესაძლოა სხვა მიზეზი ჰქონდეს: კბილები – პატარები ხშირად ტირიან კბილების ამოსვლის პერიოდში. ეს, ძირითადად 6 – 7 თვის ასაკში ხდება, ტირილი ერთადერთი გზაა გამცნოთ, რომ რაღაც აწუხებს. პირველი კბილის ამოჭრა ყველაზე მტკივნეული შეიძლება იყოს, შემდეგ ბავშვები თითქოს ეჩვევიან და ნაკლებად ტირიან. შიმშილი – ბავშვის ტირილის ძირითადი მიზეზია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ახალშობილს ეხება, მათ ყოველ 1 – 2 საათში შივდებათ. მას შემდეგ, რაც წამოიზრდება, მეტს იმოძრავებს და მყარ საკვებზე გადავა, კვებიდან – კვებამდე შუალედებში უფრო მეტად შესაძლოა დაიღალოს და გაღიზიანდეს. წახემსებამ შესაძლოა ენერგია შემატოს და გაახალისოს. სჭირდებათ სიყვარული – მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი თქვენს სიყვარულს მუდმივად გრძნობდეს. შესაძლოა, თქვენი განწყობაც იყოს ბავშვის უხასიათობის მიზეზი. ბავშვი ხშირად თქვენს ემოციებზე რეაგირებს, ამიტომ ეცადეთ მასთან მშვიდად იყოთ. ავადმყოფობა – შესაძლოა ბავშვი ავადმყოფობის გამო ტიროდეს, ამ დროს ის უფრო ჭირვეულად იტირებს, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევებში. თუ ბავშვი მისთვის უჩვეულო სიმპტომებსაც ავლენს, ექიმი გამოიძახეთ. თუ გაცივდა, ცხვირით სუნთქვა გაუჭირდება, ძუძუს ან პირში ჩადებულ თითს ვეღარ მოწოვს, ამიტომ ჩვეული გზით ვერ დაწყნარდება. შეიძლება ექიმმა სუნთქვის გასაიოლებლად ცხვირის წვეთები გამოუწეროს. ახალშობილთა კოლიკა – კოლიკას დღის ერთსა და იმავე დროს (ნაშუადღევს, ან საღამოს) ძლიერი ტკივილი ახასიათებს. ამ დროს ბავშვის დაწყნარება გაგიჭირდებათ. ეს მოვლენა დაახლოებით 3 კვირის ასაკში ჩნდება და 12 – 14 კვირის ასაკამდე გრძელდება. ტირილი შეიძლება სამ საათსაც გაგრძელდეს. თუ ბავშვს ვერ დაამშვიდებთ ექიმს ჰკითხეთ რჩევა, შესაძლოა ტირილი სხვა რამით იყოს გამოწვეული. ზედმეტი სიცივე, ან სიცხე – ბავშვი შესაძლოა გარემო პირობების გამოც ტიროდეს. შესაძლოა სციოდეს, ან პირიქით ზედმეტად თბილად ეცვას. ერიდეთ გადახურებას – მეტისმეტად თბილად ნუ ჩააცმევთ. თუ ბავშვს კისერი ოფლიანი აქვს, ესეიგი ძალიან სცხელა. ძილის სურვილი – პატარები უამრავ ენერგიას ხარჯავენ, შედეგად იღლებიან და ეძინებათ, თავად კი ვერ ხვდებიან ამას. თქვენ ხელი უნდა შეუწყოთ დასვენებასა და დაძინებაში. შიში – თვითგადარჩენის ინსტიქტთან არის დაკავშირებული. პატარებს ბევრი რამ აშინებთ, როგორიცაა: სიბნელე, მკვეთრი ხმაური, უცხო ადამიანები, საგნები. ნუ დააძალებთ მისთვის უცნობ და არასასურველ გარემოში ყოფნას. დაეხმარეთ შიშის დაძლევაში და აგრძნობინეთ რომ მის გვერდით ხართ და მხარს უჭერთ. ჭუჭყიანი საფენი – ბავშვის ტირილის ერთ – ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ტირილი შესაძლოა გამოიწვიოს საფენისგან გაღიზიანებულმა კანმაც.
    სრულად ნახვა
    Sample image

    როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი ისტერიკას და გამოვუმუშაოთ მოსმენის უნარი?

    დაფიქრდით მიზეზებზე, რა იმალება კონკრეტული ისტერიკის მიღმა. შემთხვევითი, სიტუაციური მიზეზია, თუ ამ ყველაფერს სისტემური სახე აქვს, რომელიც შემდგომშიც განმეორდება? ქვემოთ მოცემული 7 ნაბიჯი დაგეხმარებათ თავად მართოთ სიტუაცია, ბავშვის ისტერიკის გარეშე: 1. ასწავლეთ პატარას შეასრულოს თქვენი დავალებები – დაიწყეთ ისეთი ამოცანებით, რისი გაკეთებაც ბავშვს თავად სურს და ეხალისება, მაგალითად ცეკვა, ან ტაშის დაკვრა, იგი სიხარულით დათანხმდება თქვენს მოთხოვნას, ამასთანავე ნელ – ნელა შეეჩვევა თქვენი მითითებების სისრულეში მოყვანას; 2. მიაჩვიეთ თქვენი თხოვნის სიხარულით შესრულებას – როდესაც პატარას ეძახით, ის თქვენთან უნდა მოდიოდეს, უკეთეს შემთხვევაში – მაშინვე მორბოდეს. დაიწყეთ სიტუაციით, როდესაც ბავშვს ექნება მიზეზი სიხარულით მოირბინოს, მაგალითად როდესაც რაიმე გემრიელს სთავაზობთ, ან სათამაშოდ ეძახით. შემდგომ უკვე სხვა მიზეზით დაუძახეთ, თუ არ მოვა ისევ დაუძახეთ, მიზნის მიღწევამდე და აუხსენით, რომ უნდა მოვიდეს, როდესაც დედა ეძახის. ნუ ეჩხუბებით, წყნარად აუხსენით და აკოცეთ; 3. ისტერიკის გამოვლინების დროს, გააგრძელეთ თქვენი საქმის კეთება – ნუ მიაქცევთ ყურადღებას, მითუმეტეს, როდესაც დარწმუნებული ხართ, რომ თქვენ მართალი ხართ და ბავშვის რეაქციები გადაჭარბებულია. აუხსენით პატარას, რომ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი საქმეებიც, ვიდრე თამაში ან სხვა რამ, რასაც თავად ითხოვს. შეაჩვიეთ სიტყვას – „ეს მნიშვნელოვანია”. დაჯექით მის პირისპირ, ხელები მოკიდეთ და აუხსენით, რომ დიდებს ახლა სხვა საქმე აქვთ და მოგვიანებით აუცილებლად ეთამაშებით მას, რადგან „ეს მნიშვნელოვანია”. პატარა თავადაც შეეჩვევა ამ სიტყვას და ახლა თუ არა, მომავალში აუცილებლად დაგიჯერებთ; 4. მოითხოვეთ მინიმუმი – მოსთხოვეთ იმის კეთება, რაც მის შესაძლებლობებს შეესაბამება, მაგალითად, თუ ხვდებით, რომ პატარა საკმარისად გაიზარდა იმისთვის, რომ თავად მიირთვას ფაფა, აიღოს ძირს დავარდნილი ნივთი, აუცილებლად მოსთხოვეთ და მიეცით უფლება თავად გააკეთოს ეს. თუ ხვდებით, რომ თქვენი დავალება გადაჭარბებულია და პატარა ვერ ასწრებს, ან ვერ ახერხებს მის შესრულებას, ეს დავალება სხვა დროისთვის გადადეთ; 5. იყავით თავდაჯერებული დავალების მიცემისას – დაავალეთ პატარას საქმე, როდესაც ამჩნევთ, რომ მისი შესრულება არ გაუჭირდება, ან თავადაც სურს ამის გაკეთება. კარგი იქნება, თუ ბავშვს პატარ – პატარა მოვალეობებს გადააბარებთ და მოსთხოვთ მათ შესრულებას, ამ შემთხვევაში ბავშვი ეჩვევა დამოუკიდებლად მოქმედებას და დაკისრებული მოვალეობების შესრულებას; 6. მიეცით რთული და დამოუკიდებელი ამოცანები – მას შემდეგ, რაც ბავშვი მარტივი ამოცანების შესრულებას შეეჩვევა, დავალება შეგიძლიათ უფრო გაართულოთ, კარგი იქნება, თუ რთული დავალებების მიცემა პოზიტიურ ფონზე მოხდება; 7. მოსთხოვეთ გაჩვენოთ შესრულებული სამუშაო – როდესაც პატარა ამას უკვე თავისი ინიციატივით გააკეთებს, შეგიძლიათ იამაყოთ – თქვენს წინაშე უკვე დიდი, პასუხისმგებლობით სავსე ადამიანია!
    სრულად ნახვა