×
Organic (100% BIO)
ბავშვთა კვება
ფინური ფაფები
სნექები
ბავშვთა აქსესუარები
კოსმეტიკა
ჰიგიენა
დედებისთვის
პირადი მოვლა
ტექნიკა
Outlet -50%
  • naturland

    ბავშვის განვითარების პირველი შემოწმება ერთი თვის ასაკში ხდება. შემოწმებას ატარებს პედიატრი, რომელიც მოიცავს შემდგომ პროცედურებს:

    • საერთო შეფასება – ექიმი დედას ესაუბრება ბავშვის საერთო მდგომარეობაზე, ამოწმებს მხედველობას და კომუნიკაციურ უნარებს;
    • კიდურებისა და კუნთების ტონუსი – ექიმი ამოწმებს კუნთების ტონუსს და აკვირდება როგორ ამოძრავებს პატარა ხელ – ფეხს;
    • თავის გარშემოწერილობა – ზომავენ იმის დასადგენად, ნორმალურად ეზრდება თუ არა პატარას თავი;
    • თავის კონტროლი – ექიმი ჰაერში იჭერს პატარას, ამოწმებს ბავშვს სხეულის გასწვრივ უჭირავს თავი თუ არა. შემდგომ ჯდომის პოზას მიაღებინებს და ასე აკვირდება;
    • ჩაჭიდების რეფლექსი – ახალშობილს უკვე შეუძლია, ხელში ჩადებულ თითს მოეჭიდოს, თანაც მაგრად, თუმცა, თანდაყოლილი რეფლექსები თანდათან ქრება;
    • გულისცემა – ექიმი სტეტოსკოპით უსმენს გულის ცემას. წლამდე ასაკში წუთში 120 დარტყმა ნორმაა;
    • შინაგანი ორგანოები – ექიმი ხელით უსინჯავს მუცელს დარწმუნდება, რომ ღვიძლი, კუჭი და ელენთა ნორმალურად იზრდება;
    • მენჯ – ბარძაყის სახსრის შემოწმება – ექიმი პატარას ფეხებს უმოძრავებს და ამოწმებს სახსრების მდგომარეობას;
    • აწონვა – სასურველია, პატარა აიწონოს  კლინიკაში ყოველი მიყვანისას;
    • წონის ნორმალური მატება ბავშვის სიჯანსაღის მაჩვენებელია, ბავშვის წონა აღინიშნება ანკეტაში, რომელიც მნიშვნელოვანი ინფორმაციაა პატარას მომავალი მატების დასადგენად.

    სტატიის ავტორი , 2020-09-11