×
Organic (100% BIO)
ბავშვთა კვება
ფინური ფაფები
ბავშვთა აქსესუარები
კოსმეტიკა
ჰიგიენა
დედებისთვის
პირადი მოვლა
ელექტრო ტექნიკა
სათამაშოები
Outlet -50%
  • naturland

    ჩვენს შესახებ

    კომპანია «ნატურლენდი» წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოში ბავშვთა კვებისა და ჰიგიენის სფეროში.

    კომპანია «ნატურლენდის» სათაო ოფისი მდებარეობს თბილისში. ამასთანავე, კომპანია ფლობს რამდენიმე რეგიონალურ საწყობს და ახორციელებს საკუთარი ბრენდების დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით.

    კომპანია «ნატურლენდი»- გამორჩეულობას ბაზარზე უზრუნველყოფს:

    Øბავშვის ჯანმრთელობის ხელშეწყობას ბიოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი საკვებით;

    Øკომპანიის სტაბილურობა და საიმედოობა;

    Øბიზნესის მართვაში თანამედროვე ინსტრუმენტებისა და სტანდარტების დანერგვა;

    Øკომპანიის გამართული შიდა მენეჯმენტი. შპს „ნატურლენდში“ საქმიანი კავშირები დაფუძნებულია პროფესიულ, კოლეგიალურ და არადისკრიმინაციულ პრინციპებზე, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთხელშეწყობაზე;

    Øპროდუქციით უწყვეტი მომარაგება მთელი საქართველოს მასშტაბით;

    Øსტაბილური ფასები;

    Øკრეატიული მარკეტინგის დეპარტამენტი ეფექტური მერჩანდაიზინგის სამსახურით;

    Øინდივიდუალურად ჩვენი კომპანიისთვის შექმნილი და მომხმარებელზე მორგებული პროცესების ავტომატიზაციის პროგრამა – CRM;

    Øმაღალი კომპეტენციის პროფესიონალური პედიატრიული სამსახური;

    Øუცხოელ პარტნიორებთან მრავალწლიანი ურთიერთობის გამოცდილება;

    Øხანგრძლივი და სტაბილური ურთიერთობის გამოცდილება ადგილობრივ წამყვან სამედიცინო, ფარმაცევტულ და სადისტრიბუციო კომპანიებთან;

    Øსაქმიანობა მხოლოდ ბიზნეს ეთიკის პრინციპების დაცვით.

    ყოველივე ეს ჩვენი სწრაფი წინსვლისა და წარმატების საწინდარია!

    კომპანია «ნატურლენდი» ცდილობს შეცვალოს ადამიანების დამოკიდებულება საკვებისადმი და ჰიგიენისადმი. ჩვენ ერთ-ერთ მთავარ მოვალეობად ვთვლით, მომხმარებელი იყოს უკეთ გათვითცნობიერებული. ამისათვის,  ვანხორციელებთ ადამიანებისთვის სწორ კვებასა და ჰიგიენაზე მეტი ინფორმაციის მიწოდებას, მოსახლეობისთვის სამეცნიერო სიახლეების გაცნობას და მუდმივად ინოვაციური პროდუქტების დანერგვას ჩვენ ბაზარზე. 

    ჯანსაღი საზოგადოება ეფუძნება ჯანმრთელობასცხოვრების ჯანსაღ წესს და სწორ კვებას, რომლის დანერგვა და ხელეწყობაც ჩვენი კომპანიის უმთავრესი პრინციპია. სწორედ ამ პრინციპზეა დაფუძნებული კომანიის კორპორატიული კულტურა.

    ჩვენ ვცდილობთ ადამიანების ცხოვრებაზე პოზიტიური გავლენა იქონიოთ და ჩვენი ბიზნესი მომხმარებლებს, თანამშრომლებს, მომწოდებლებს, საზოგადოებასა და გარემოს ერთნაირად ღირსეულად ემსახურებოდეს.