×
Organic (100% BIO)
ბავშვთა კვება
ფინური ფაფები
სნექები
ბავშვთა აქსესუარები
კოსმეტიკა
ჰიგიენა
დედებისთვის
პირადი მოვლა
ტექნიკა
Outlet -50%
  • naturland

    მუსტელა - სტრიების საწინააღმდეგო კრემი 150 მლ

    47.4 | - 50% | 94.8

    გაზიარება:

    დეტალური აღწერა:

    მუსტელას სტრიების საწინააღმდეგო კრემი 150 მლ.

    ხელს უშლის სტრიების წარმოქმნას, ამკვრივებს და ღრმად ატენიანებს კანს, განკუთვნილია მთელი ორსულობისა და მშობიარობის შემდგომი პერიოდისთვის. კანის ღრმა და ინტენსიური დატენიანების შედეგად კანი ხდება ელასტიური, გლუვი და ხავერდოვანი, ამის გამო იხსნება დაჭიმულობის და დისკომფორტის შეგრძნება. აქვს მსუბუქი ტექსტურა, ადვილად შეიწოვება და არ ტოვებს ცხიმიან კვალს ტანსაცმელზე. დამზადებულია 96% ნატურალური ინგრედიენტებისგან და უსაფრთხოა მისი გამოყენება ორსულობისა და მეძუძურობის პერიოდში.
    არ გამოიყენოთ საკეისრო კვეთის შედეგად დარჩენილ ნაწიბურზე ჭრილობის საბოლოო შეხორცებამდე.
    ფორმულა შეიცავს ავოკადო პეპტიდს, რომელიც აღადგენს და იცავს დელიკატურ კანს, მარაკუიას პოლიფენოლი და ჰამამელის მცენარეული ექსტრაქტი ანიჭებს კანს ელასტიურობას და ხელს უშლის სტრიების წარმოქმნას. - გალაქტოარაბინები???
    ფუტკრის ცვილი, ნატურალური გლიცერინი და შეას კარაქი კიდევ უფრო აძლიერებს კანის დატენიანების ეფექტს.
    არ შეიცავს პარაბენებს, ფტალატებს, ფენოქსიეთანოლს, მინერალურ ცხიმებს. 
    სპეციალურად შექმნილი ჰიპოალერგიული ფორმულა ტესტირებულია დერმატოლოგებისა და პედიატრების კონტროლით. 
     

    გამოყენება: დაიტანეთ გასუფთავებულ მშრალ კანზე მსუბუქი მასაჟით: მუცელზე, მკერდზე, თეძოებსა და ბარძაყებზე დღეში 2-ჯერ, დილა-საღამოს. რეკომენდებულია გამოყენება ორსულობის დაწყებიდან და მშობიარობის შემდეგ 3-4 თვე.

    ბრენდი
    Mustela
    ქვეყანა
    საფრანგეთი
    პროდუქტის კოდი
    3504105033828