×
Organic (BIO)
ბავშვთა კვება
ფინური ფაფები
აქსესუარები
კოსმეტიკა / ჰიგიენა
ელექრო ტექნიკა
დედებისთვის
პირადი მოვლა
პირის ღრუს მოვლა
Outlet -50%
  • მუსტელა - დამატენიანებელი კრემი ქოლდ კრემით, სახის, 40 მლ, 0+ (დაზიანებული)

    32.3 | - 15% | 38

    გაზიარება:

    დეტალური აღწერა:

    ყურადღება!

    პროდუქტის შეფუთვა დაზიანებულია ტრანსპორტირების დროს. ამასთანავე პროდუქტი გამოყენებისთვის ვარგისია და სრულიად უსაფრთხო.

     

    მუსტელას დამატენიანებელი კრემი ქოლდ კრემით, სახის, 40 მლ. 0 თვიდან

    მრავალფუნქციური კრემი, რომელიც იცავს ბავშვის სახის კანის ზედაპირს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან (სიცივე, ქარი, მშრალი ჰავა და ა.შ.), ასევე ზემოქმედებას ახდენს კანის ღრმა ფენებზე და უნარჩუნებს მას სიჯანსაღეს. ფორმულა სპეციალურადაა შექმნილი მშრალი კანის მქონე ბავშვებისთვის, რომელიც ადვილად შეიწოვება და უზრუნველყოფს მყისიერ ხანგრძლივ დატენიანებას.
    შეიცავს 95% მცენარეულ ინგრედიენტებს, მათ შორის ქოქოსის ზეთს, მზესუმზირას ზეთს და შეას კარაქს კანის დასარბილებლად.
    ასევე შეიცავს უნიკალურ კომპონენტს Avocado Perseose-ს, რომელიც იცავს და ატენიანებს ბავშვის ნაზ კანს და კერამიდებს, გაჯერებულს ქოლდ კრემით, რაც საფუძვლიანად კვებავს კანის ღრმად შრეებს და უნარჩუნებს მას ჯანსაღ ბარიერულ ფუნქციას.
    სრულყოფილი დატენიანებისთვის, გამოიყენეთ ქოლდ კრემის დამატენიანებელ ლოსიონთან ერთად.
    არ შეიცავს პარაბენებს, ფტალატებს, ფენოქსიეთანოლს. 
    სპეციალურად შექმნილი ჰიპოალერგიული ფორმულა ტესტირებულია დერმატოლოგებისა და პედიატრების კონტროლით. გამოიყენება ყოველდღიურად, აგრესიული გარემო პირობებისგან დასაცავად სხეულის ღია ადგილებზე (სახე, ხელები, მაჯები, იდაყვები, მუხლები).

    გამოყენება: დაიტანეთ სუფთა, მშრალ კანზე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დღეში რამდენჯერმე წასმა. 

    ბრენდი
    Mustela
    ქვეყანა
    საფრანგეთი
    პროდუქტის კოდი
    დაზიანებული